logo
ENG



"განდგომილების" ახალი წერილი

16 აგვ 202220:13
3 წუთის საკითხავი
 

სამუშაო ჯგუფიდან მალულად გამოტანილი რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელსაც ივანიშვილის ოთხეული ამერიკის საელჩოს უხეშ ჩარევად და ინსტრუქციდ ასაღებს. ფორმულამ მოიპოვა სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ რეკომენდაციების ჩამონათვალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ პარლამენტს, სასამართლოს, სამოქალაქო საზოგადოებას წარუდგინა. ლაპარაკია რეკომენდაციებზე, რომელიც ვენეციის კომისიის, ეუთოს, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს შეფასებებს იმეორებს. საელჩოების მიერ ხელისუფლებისთვის რჩევის მიცემა თანამშრომლობის ჩვეული ფორმაა. კვარტეტი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში, სასამართლოს მიტაცებაში ადანაშაულებს. მთავარი, რაც ახალი წერილიდან ჩანს ისაა, რომ ივანიშვილი კლანის დათმობას არ აპირებს.


close დახურვა